Ab Urbe condita

Ab Urbe condita (დაკავშირებულია Anno Urbis conditae-სთან: AUC ან a.u.c.) — ლათინურად «ქალაქის (რომის) დაარსებიდან», ტრადიციულად მიღებულია ძვ. წ. 753 წლად. ქრონოლოგიის ტიპი, რომელსაც ზოგიერთი რომაელი ისტორიკოსი იყენებს წლის აღსანიშნავად. თანამედროვე ისტორიკოსები ამ ტერმინს იყენებენ გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე თვითონ რომაელები. რომაული წლის აღსანიშნავი უპირატესი ხერხი იყო ამ წელს მმართველი ორი კონსულის სახელის ხსენება. ადრე წელს რომის დაარსებიდან გაურკვევლად უმატებდნენ რომაელი ისტორიკოსების ნამუშევრობის ბევრი რედაქტორები, რაც ქმნიდა ტერმინის უფრო ხშირად გამოყენების შეხედულებას, ვიდრე ეს იყო სინამდვილეში. წლის აღსანიშნავად ასევე გამოიყენებოდა იმპერატორის მმართველობის წელი, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიაში 537 წელს იუსტინიანე I-ის მიერ ასეთი ქრონოლოგიის მოთხოვნის შემოღების შემდეგ. ტერმინი პირველ რიგში გვხვდება გერმანელი ავტორების ნამუშევრებში, კერძოდ, თეოდორ მომზენის რომის ისტორიაში.


© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search