Electronic Arts

Elecronic Arts, Inc.
დარგი ინტერაქტიული გართობის სფერო
დაფუძნდა 1982
სათავო ოფისი რედვუდ სითი, კალიფორნია, აშშ
მმართველი

ტრიპ ჰოუკინსი (დამფუძნებელი) ლერი პრობსტი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)

ანდრიუ ვილსონი (აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია ვიდეო-კომპიუტერული თამაშები
შემოსავალი $2.951 მილიარდი ამერიკული დოლარი
მთლიანი შემოსავალი $325.0 მილიონი ამერიკული დოლარი
სუფთა მოგება $236.0 მილიონი ამერიკული დოლარი
თანამშრომელი 9,370 (2013)

ელექტრონიკ არტსი (ინგლ. Electronic Arts (EA)) — კომპიუტერული და ვიდეო თამაშების განმავითარებელი, გამომცემი და გამავრცელებელი ამერიკული კომპანიაა. ის ტრიპ ჰოუკინსის მიერ 1982 წელს იქნა დაარსებული, და პიონერი იყო სახლის კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში. EA ცნობილი იყო დიზაინერების და პროგრამისტების პრომოუტირებისთვის, რომლებიც თამაშის განვითარებასთან იყვნენ დაკავშირებულები. თავის ადრეულ წლებში EA მხოლოდ გამომცემელ-გამავრცელებელი იყო ექსკლუზიურად სახლის კომპიუტერებისთვის, მაგრამ 1980-იან წლებში თავად დაიწყო სახლის კომპიუტერებისთვის თამაშების განვითარება, ხოლო ადრეული 1990-იანი წლებიდან უკვე კონსოლების მხარდაჭერა დაიწყო. ასევე ოთხმოცდაათიან წლებში EA-მ რამდენიმე წარმატებული დეველოპერის მოპოვებით გაფართოება დაიწყო და 2000 წლიდან უკვე მსოფლიოში სიდიდით მესამე გამომცემელი გახდა $3.129 მილიარდი აშშ დოლარის სუფთა შემოსავლით ერთ ფისკალურ წელს, 2005 წლის 31 მარტს. ამჟამად, კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტები სპორტული სიმულატორები, რომლებიც EA Sports ლეიბლით გამოდის, პოპულარული კინოების ლიცენზიებზე დაფუძნებული და დიდი ვადით ლიცენზირებული თამაშები Need for Speed, Medal of Honor, The Sims, Command and Conquer და თამაშ Burnout-ის ბოლო სერიებია. კომპანია ასევე კრიტიკის ობიექტი იყო თავისი ბიზნეს ტაქტიკის, თანამშრომლების მიმართ გატარებული პოლიტიკის და სახელწოდებებში ინოვაციის ნაკლებობის გამო.


© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search