Rubber Soul

Rubber Soul
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 დეკემბერი 1965
ჩაიწერა 12 ოქტომბერი – 15 ნოემბერი 1965[1]
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 35:50
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
Revolver
(1966)
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების — ქრონოლოგია
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
Yesterday and Today
(1966)

Rubber Soul (ინგლ. რეზინის სული) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი ჩაიწერა ოთხი კვირის განმავლობაში, შობის დღესასწაულისთვის გამოსაცემად და გამოვიდა 1965 წლის 3 დეკემბერს. ალბომის პროდიუსერი ჯორჯ მარტინია. განსხვავებით წინა ხუთი ალბომისგან, როდესაც ჯგუფი შუალედებში კონცერტებს მართავდა, Rubber Soul-ის სიმღერები ზედიზედ იწერებოდა.[3] ამის შემდეგ, ჯგუფის ყველა ალბომი იქმნებოდა გარკვეული მოვალეობების პარალელურად შესრულების გარეშე, გარდა პრომო ფილმების გადაღებისა.

Rubber Soul-ში შერწყმულია რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპ-მუსიკა, სოული, ფოლკ-როკი და ფსიქოდელიური როკი.[2][4][5] მუსიკის მკვლევრები Rubber Soul-ს თვლიან შემოქმედებით მიღწევად, რომელმაც ჯგუფის საშემსრულებლო განვითარება განაგრძო, კომერციული და კრიტიკული წარმატების პარალელურად.[6] მისი სახელწოდება მომდინარეობდა ტერმინიდან "პლასტმასის სული", როგორც აფრო-ამერიკელი შემსრულებლები იმ პერიოდში უწოდებდნენ მიკ ჯეგერს, თეთრკანიან მუსიკოსს, რომელიც სოულს მღეროდა. ეს იყო A Hard Day's Night-ის შემდეგ The Beatles-ის რიგით მეორე ბრიტანული ალბომი, რომელშიც მხოლოდ ორიგინალური მასალა იყო შეტანილია. 1969 წლამდე, "Maggie მაისი"-მდე (რომელიც ხალხური სიმღერა იყო და მოხვდა Let It Be-ში) ჯგუფს ქავერ-ვერსია აღარ ჩაუწერია.

მსმენელები და კრიტიკოსები Rubber Soul-ს თვლიან პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ალბომად.[7][8][9][10] 2012 წელს იგი Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" სიაში #5 ადგილს იკავებდა.[11] 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ფონოგრაფიულმა ინდუსტრიამ შეცვალა გაყიდვებისთვის მინიჭებული ჯილდოების წესები, ალბომს პლატინის სტატუსი მიენიჭა. [12]

  1. Rubber Soul. beatlesbible.com Retrieved 22 იანვარი 2015.
  2. 2.0 2.1 უნტერბერგერი, რიჩი. The Beatles. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2012.
  3. მარკ ლუისონი. The Complete Beatles Chronicle. London: Hamlyn, 2000, გვ. 202.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-16. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Plagenhoef არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. Gilliland 1969, show 35.
  7. Q 2007.
  8. VH1 2001.
  9. Rolling Stone 2007.
  10. Time 2007.
  11. 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'Rubber Soul'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2012.
  12. „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.

© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search