Nyan Cat

Nyan Cat — 2011 წელს YouTube-ზე ატვირთული ვიდეო, რომელიც იქცა ინტერნეტ მემედ. ვიდეო მოიცავდა იაპონურ პოპ სიმღერას ანიმაციურ კატასთან Pop-Tarts-ის სხეულით, რომელიც კოსმოსში დაფრინავს და მის უკან ცისარტყელის კვალს ტოვებს. 2011 წელს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნანახ ვიდეობის ხუთეულში შევიდა.

2011 წლის 2 აპრილს, ანიმაციური გიფი პირველად 25 წლის ქრისტოფერ ტორესმა, საკუთარ ვებ-გვერდზე LOL-Comics-ზე გამოაქვეყნა, ქრისტოფერი „prguitarman“-ის ზედმეტსახელით იყო ცნობილი. სიმღერის ორიგინალური ვერსია „Nyanyanyanyanyanyanya!“ მომხმარებელ „daniwell“-ის მიერ პირველად 2010 წელს, იაპონურ ვებსაიტზე აიტვირტა. იაპონური სიტყვა „nya“ (ნია) არის კატის ხმის ონომატოპეური იმიტაცია.


© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search