Rockstar Advanced Game Engine

Rockstar Advanced Game Engine
ავტორი Angel Studios
მწარმოებელი RAGE Technology Group
Rockstar San Diego
გამოვიდა 23 მაისი, 2006 (2006-05-23)
პლატფორმა Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Wii, Xbox 360, Xbox One
ჟანრი თამაშის ძრავა
საიტი rockstargames.com
თარიღი პროპრიეტარული

Rockstar Advanced Game Engine (შემოკლებით RAGE) — თამაშის ძრავა, რომელიც შეიქმნა მცირე ჯგუფის, RAGE Technology Group-ის მიერ ვიდეო თამაშების დეველოპერ Rockstar San Diego-ში, Rockstar-ის სხვა სტუდიებთან თანამშრომლობით. ძრავა გამოიყენეს შემდეგ პლატფორმებზე: PC, PlayStation 3, Wii, Xbox 360, PlayStation 4, Xbox One. RAGE დაფუძნებულია Angel Game Engine-ის ძრავაზე, რომელიც, თავდაპირველად შექმნა კომპანია Angel Studios-მა.

Rockstar Advanced Game Engine არის სრულად ფუნქციონალური თამაშის ძრავა, რომელშიც ინტეგრირებული არის გრაფიკული, ფიზიკური, ანიმაციური და ხმის ძრავა და ასევე ხელოვნური ინტელექტი. ადრეულ წლებში Rockstar საკუთარ თამაშებში იყენებდა Criterion Games-ის მიერ შექმნილ RenderWare-ის ძრავას. პირველი თამაში, რომელშიც RAGE გამოიყენეს იყო Rockstar Games Presents Table Tennis.


© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search