Grodziskie

Grodziskie
ლუდი
ტიპი: ლუდი
ქვეყანა: პოლონეთის დროშა პოლონეთი
სიმაგრე: 2.5% – 5%

Grodziskie — პოლონური ლუდი, რომელიც მზადდება შებოლილი ხორბლის ალაოსგან. ლუდს მეტსახელად „პოლონური შამპანური" შეარქვეს მასში ნახშირბადის მაღალი შემცველობის გამო. ლუდი მზადდება ხორბლის ალაოსგან, რომელიც გამომშრალია მარცვლებში მუხის კვამლის ცირკულაციით. პოლონური ლუდსახარშები ისტორიულად იყენებდნენ ადგილობრივად მოყვანილ სვიას და ლუდის საფუვრის ერთ ან ორ შტამს მის წარმოებაში. შეფუთვამდე ლუდს ამუშავებენ აიზინგლასით. ლუდი იფუთება მანამ, სანამ ყველა ფერმენტირებადი შაქარი საფუვრის მიერ ალკოჰოლად გარდაიქმნება, უფრო ადრე, ვიდრე ეს ლუდისთვის არის დამახასიათებელი. დუღილი გრძელდება შეფუთვის შემდეგ და ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება, რჩება ლუდში გახსნილი, რაც იწვევს საბოლოო პროდუქტში კარბონაციის ძალიან მაღალ დონეს.

Grodziskie-ს აწარმოებდნენ მე-14მე-15 საუკუნეებიდან ქალაქ გროძისკ ვილკოპოლსკში. ლუდის ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა ადგილობრივი ლუდსახარშების გილდიის მიერ, რაც დაეხმარა ლუდს რეპუტაციის ამაღლებაში. პოპულარობის მწვერვალზე ლუდი ექსპორტზე გავიდა 37 ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ლუდის წარმოებამ საგრძნობლად მოიკლო. 1993 წლისთვის კი ბოლო ლუდსახარში დაიხურა.


© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search